ამ პროდუქტში ყველაფერია, რაც ბავშვის სხეულს განვითარებისთვის სჭირდება... - გიორგი ღოღობერიძის რჩევა მშობლებს

გიორგი ღოღობერიძე

ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ „მთავარი არხის“ გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ 8 სუპერსაკვები დაასახელა, რომელიც ბავშვის ორგანიზმს ყველაზე მეტად სჭირდება:

„გაგიზიარებთ 8 სუპერსაკვებს, რომლებიც ბავშვის სხეულს ძალიან სჭირდება. ბავშვის სხეული და ზრდასრულის სხეული ერთი და იგივე არ არის. ბავშვის სხეული ვითარდება და რადგან ის ვითარდება, მან ყველა ელემენტი, ვიტამინი და ამინომჟავა დროულად უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი განვითარება ფერხდება, არა მარტო სიმაღლეში, არამედ შინაგანი ორგანოების კუთხითაც. მათ შორის, იზღუდება გონებრივი რესურსიც. მე რომ ვიყო მშობელი,დილის საათებში ბავშვს მივცემდი კვერცხს და იოგურტს.

კვერცხში ყველაფერია, რაც ბავშვის სხეულს განვითარებისთვის სჭირდება. კვერცხის ცილაში თითქმის ყველა ამინომჟავაა, რომ ადამიანის სხეულში ნებისმიერი ცილა ჩამოყალიბდეს. ამიტომ, კვერცხის ცილა ბავშვისთვის იდეალური საკვებია. მაგრამ, ყვითრიც არ დაგავიწყდეთ. ყვითრში B ვიტამინი ძალიან დიდი რაოდენობითაა. მათ შორის, B12 ვიტამინი, რაც ნერვულ სისტემას სჭირდება. იოგურტში ძალიან დიდი რაოდენობითაა კალციუმი და ფოსფატები, რაც კბილების, ძვლების ჩამოყალიბებისთვის არის აუცილებელი. იოგურტში საკმარისი რაოდენობითა არის  პრობიოტიკებიც, რომელიც მსხვილ ნაწლავს სწორი ბაქტერიოფლორით ასაზრდოებს, რაც ბავშვს სჭირდება, რათა იმუნური სისტემა სწორად განვითარდეს.

ასევე ნახეთ:

რა შემთხვევაშია მაგიდა გაღარიბების საწინდარი და რომელი ყვავილის გახარებას შემოაქვს სახლში ბედნიერება

რა რეაქცია უნდა ჰქონდეს მშობელს, როცა ბავშვი ურტყამს - ქცევის სპეციალისტის განმარტება

უნდა ინახებოდეს თუ არა კვერცხი მაცივარში - ექსპერტების პასუხი