გარდაიცვალა პირველი არხის თანამშრომელი
1735210931
ხალხურ გადმოცემებსა და მინიშნებებში ადამიანის თითქმის ყველა ქმედებას, გამოსაყენებელ ნივთებს, არსებულ გარემოსა თუ ბუნებრივ მოვლენას აქვს წინასწარმეტყველური, მაგიური ახსნა. ძნელია, ყველაფერი დაიმახსოვრო და მიზანმიმართულად გამოიყენო ცხოვრებაში. ეზოთერიკოსი საუბრობს იმ საკითხებზე, რაც ყოველდღიურობაშიც წაგადგებათ და არც მისი შესრულებაა ძნელი.
– უპირველესად დავიწყოთ სიკეთის მომტანი მინიშნებებით და რა თქმა უნდა, დილიდან – გაღვიძებისთანავე წარმოთქვით 3 სიტყვა: „მადლიერი ვარ, მადლს გავცემ და მადლს ვიღებ“. აი ნახავთ, რამდენი სიკეთე იჩენს თავს თქვენს ცხოვრებაში. ბედნიერებასა და სიყვარულს მოიზიდავთ, თუ სახლში წითელ ყვავილს გაახარებთ. იმ შემთხვევაში, თუ დიდი ხნით აპირებთ სადმე წასვლას, ვინმეს სთხოვეთ, მასზე იზრუნოს. ნუ მისცემთ ყვავილს გახმობის საშუალებას. თუ ვინმეს თქვენთან, სახლში ცხვირსახოცი ან შარფი დარჩა, ის აუცილებლად ისევ დაბრუნდება და თან, სასიხარულო ამბავსაც მოიტანს. საკუთარ დაბადების დღეს აუცილებლად ახალი ტანსაცმლით შეხვდით და ყველა უსიამოვნებასა თუ მარცხს უკან მოიტოვებთ – მთელი წელი წარმატებული იქნება თქვენთვის. თუ სიზმარში ნახეთ, რომ დაფრინავდით, ესეც წარმატების ნიშანია.
– საინტერესოა, ისეთი მინიშნებების ცოდნა, რომელიც გვაფრთხილებს, რა შეიძლება გამოიწვიოს ამა თუ იმ ქმედებამ…
– ასეთი მინიშნება უამრავია და უმეტესობა ეხება სახლს – აუცილებლად დაგავეთ და დაასუფთავეთ ის ღამით, რადგან ამ დროს სახლში ანგელოზები დადიან. სახლში სტვენა არ შეიძლება, რადგან ასე ბოროტ ძალებს უხმობთ. თუ ნაგავს საღამოს, მზის ჩასვლის შემდეგ გაიტანთ გადასაყრელად, ის პატრონსაც თან „გაიყოლებს“. თუ სახლიდან მაგიდას გამოიტანთ, აუცილებლად სუფრა გადააფარეთ, თორემ გაღარიბდებით! ჭამის დროს არ შეიძლება მაგიდაზე კოვზით ან დანით დაკაკუნება, თორემ ამას ჩხუბი მოჰყვება. სუფრის გაშლისას კოვზები ჩაღრმავებით პირქვე დაალაგეთ, თორემ ყველა თქვენს საქმეში ჩაყოფს ცხვირს. მაგიდიდან ადგომისას იმავე მხარიდან გადით, საიდანაც დაჯდომისას შეხვედით, თორემ დიასახლისი ავად გახდება. ღამით მაგიდაზე ჭურჭელი არ დატოვოთ – ბოროტი სულები გაერთობიან. თუ გასაღებს მაგიდაზე დადებთ, შეიძლება მეხსიერება დაკარგოთ, ხოლო პურს თუ კედლისკენ მოჭრილი ყუით დადებთ, ხალხი სახლის პატრონს ზურგს შეაქცევს. თუ პურს ზღურბლიდან მიაწოდებთ ვინმეს – გაღარიბდებით, ხოლო თუ იმავე ზღურბლიდან ნაგავს გადახვეტთ – იმ ნაგავს ოჯახის რომელიმე წევრიც თან გადაჰყვება. სახლში ფრინველისა და ცხოველის ფიტულს უბედურება მოაქვს. წყარო
ასევე ნახეთ:
„დაწინაურება და ბონუსი გელოდებათ“ – ვის გაუმართლებს თებერვლის ბოლო დღეებში
თვისებები, რომლებიც უშლის ხელს ქალს, შეხვდეს ნამდვილ სიყვარულს
კარგი დროა კარიერაში წინსვლისათვის – ასტროლოგი ზოდიაქოს ნიშნებს მიმართავს