1728312638
ზურაბ ქადაგიძე დავით ბაქრაძეს: 800 000 ლარი რომ დაუდეკლარირებელი გედო HCBS ბანკში, საიდან მოიტანე და როგორ მოიპოვე?
800 000 ლარი რომ დაუდეკლარირებელი გედო HCBS ბანკში, საიდან მოიტანე და როგორ მოიპოვე?,- ასე გამოეხმაურა ესპერტი ზურაბ ქადაგიძე დავით ბაქრაძის შეფასებას ბადრი ჯაფარიძის, ავთანდილ წერეთელისა და მამუკა ხაზარაძის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენზე.
„ოცნება, შენ რა გითხარი ეს რომ ბევრს ტლიკინებს! 800 000 ლარი რომ დაუდეკლარირებელი გედო HCBS ბანკში, საიდან მოიტანე და როგორ მოიპოვე? პროკურატურაში რომ ეგდე და იხვეწებოდი დამნაშავე ვარ, არ დამიჭიროთო, დაგავიწყდა?!“,- წერს ქადაგიძე.
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთლი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თუმცა, მოსამართლემ სამივე საქმეზე კვალიფიკაცია შეცვალა და ისინი ჯგუფურ თაღლითობაში ცნო დამნაშავედ.