„ვინ, შალიკო? პარლამენტში?! მოვესწარით იმ დღეს“ - ირაკლი ზარქუა

ზარქუა

"მოვესწარით იმ დღეს, რომ შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შემოსვლას აპირებს. ვისაც ჰგონია, რომ შალვა ნათელაშვილი მხსნელია და გუგავა ყველგან მივა, მათთვის ალბათ რაღაც შეიცვლება", - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

„ვინ, შალიკო? პარლამენტში?! როდესაც ფანჩატურში იკრიბებოდა შალვას ოპოზიცია და ბოიკოტს აცხადებდნენ, მაშინაც ხომ ვამბობდით, რომ ეს შეკრება არ იყო პრინციპებსა და ღირებულებებზე. ვიღაც მოსახლეობაზე იყო განაწყენებული, ვიღაც ერთმანეთზე, ვიღაც განაწყენებული იყო, რომ მანდატი ვერ მიიღო. ეს ადრე თუ გვიან დამთავრდებოდა. ხომ ვთქვით, რომ შემოვიდოდნენ და აჰა! მოვესწარით იმ დღეს, როცა შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შემოსვლას აპირებს. ეს პირადად ჩემთვის, უმრავლესობისთვის, მოსახლეობისთვის არაფერს შეცვლის.

თუმცა იმ გარკვეული რაოდენობის მხარდამჭერებს, ვისაც ჰგონია, რომ შალვა არის მხსნელი და გუგავა ყველგან მივა, მათთვის, ალბათ რაღაც შეიცვლება, მათი ხმა გაჟღერდება პარლამენტში. სწორი მიდგომაა, მივესალმები. ვისაც მანდატი აქვს, ყველა უნდა შევიდეს პარლამენტსა და საკრებულოში. ეს ნიშნავს, რომ მცირე ამომრჩევლის ხმას გააჯღერებს“,- აღნიშნავს ზარქუა.