ვინ იქნება კახა კუჭავას ადგილმონაცვლე პარლამენტში

kaxa kuchava

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ თანამდებობასთან ერთად სადეპუტატო მანდატიც დატოვა. პარლამენტში კუჭავას ადგილმონაცვლე “ქართული ოცნების“ წევრი, გია ცაგარეიშვილი იქნება.

ცნობისთვის, კახა კუჭავამ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება სულ ცოტა ხნის წინ მიიღო. როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ტოვებს თანამდებობას, თუმცა გუნდის წევრად რჩება.

„შორს არსად არ მივდივარ, ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად“, - განაცხადა კუჭავამ. ამავე ბრიფინგზე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატად შალვა პაპუაშვილი დაასახელა.