„როგორ მიჭირს ამის დაჯერება, მარიამ...“ - ცნობილია, ავარიის დროს დაღუპული მეორე გოგოს ვინაობა

მარი იმერლიშვილი

მცხეთის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ნათია კვინტრაძესთან ერთად მარი იმერლიშვილი ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მათთან ერთად კიდევ 3 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი.

„როგორ მიჭირს ამის დაჯერება, მარიამ, შენ მუდამ იქნები ჩვენს გულში. ძალიან დაგვწყვიტე გული. უფალმა დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი. ნათელი სანთელი შენს ლამაზ სულს;

„სულით და ხორცით ლამაზო და საყვარელო გოგო, უფალს ებარებოდეს შენი ლამაზი სული“, - წერენ ახლობლები.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.