კახა კუჭავა გადადგომის მიზეზს განმარტავს 

kuchava

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, კახა კუჭავა გადადგომასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს და გადაწყვეტილების მიღების მიზეზს განმარტავს.

მისი თქმით, შეეცადა ყოფილიყო ყველას თავმჯდომარე, რომელიც მისი შეფასებით დიდწილად გამოუვიდა.

“მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო სპიკერის თანამდებობა, დაახლოებით თვე არის უკვე ჩვენს გუნდთან ერთად ამ საკითხზე გვქონდა საუბარი. მე ვრჩები პოლიტსაბჭოში, ვრჩები ჩემს გუნდთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, თუმცა დეტალებზე აქ არ ვისაუბრეთ, რადგან მომავალ წელს გაიგებთ უფრო მეტ დეტალს ამ პროექტის მიმართულებასთან დაკავშირებით, რომელსაც მე ვუხელმძღვანელებ.

პარლამენტი არის ის ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა ხდებოდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება, არ იყო მარტივი პერიოდი რომელიც გავიარეთ. მე შევეცადე ვყოფილიყავი ყველას თავმჯდომარე, ვთვლი, რომ დიდწილად შევძელი ამის გაკეთება…

ბევრი საინტერესო ახალი პროექტი დავიწყეთ, რომელსაც დარწმუნებული ვარ, შალვა პაპუაშვილი საკმაოდ წარმატებით დაასრულებს და ბევრს სიახლესაც შემოგვთავაზებს. მე წარმატება მინდა მას ვუსურვო,” – ამბობს კახა კუჭავა.