როგორი ამინდი გველოდება სექტემბრის მეორე ნახევარში საქართველოში
1789401156
უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი ამინდი შენარჩუნდება, თუმცა ცალკეულ დღეებში ზოგიერთ რეგიონში ნალექია მოსალოდნელი.
15 სექტემბერს ამინდი უფრო ცვალებადი გახდება. ცალკეულ რაიონებში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში. თბილისში ტემპერატურა დაახლოებით +30–31 გრადუსი იქნება.
16 სექტემბერს კვლავ მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ღრუბლიანობის მატება. დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა დღისით დაახლოებით +29–32 გრადუსის ფარგლებში იქნება.
17 სექტემბერს ქვეყნის დიდ ნაწილში შედარებით გამოიდარებს და თბილი ამინდი შენარჩუნდება.
18 სექტემბრიდან კვლავ მოიმატებს ღრუბლიანობა და ცალკეულ რაიონებში წვიმაა მოსალოდნელი. კვირის ბოლოს კი ტემპერატურის შედარებით კლებაა ნავარაუდევი.