უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
1728330888
აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს (NASA) კოსმოსურმა ხომალდმა იუპიტერის თანამგზავრის, განიმედეს გვერდით ჩაფრენისას ხმა ჩაიწერა და გაავრცელა. ამ ინფორმაციას Jet Propultion Laboratory აქვეყნებს.
„იუპიტერისკენ ფრენისას, განიმედეს გვერდით ფრენისას ჩაწერილი აუდიოჩანაწერი დაუვიწყარი მოგზაურობის სურათს გვთავაზობს“, – აღნიშნულია NASA-ს ანგარიშში.
ხმოვანი ჩანაწერის გასაკეთებლად NASA-მ Waves-ის ტექნოლოგია გამოიყენა, რომელიც იუპიტერის მაგნიტოსფეროში წარმოქმნილ ელექტრონულ და რადიოტალღებს ასახავს.
მეცნიერებმა მათი სიხშირე აუდიო ჩანაწერად აქციეს.
Jet Propultion Laboratory-ის ცნობით, ჯუნოს კოსმოსური ხომალდის განიმედთან უახლოესი ფრენისას კოსმოსური ხომალდი თანამგზავრის ზედაპირიდან 1038 კმ მანძილზე იყო დაშორებული და 67 000 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა.
NASA-ს კოსმოსური ხომალდი Juno “უსმენს” იუპიტერის მთვარეს – ამ სათაურით გამოქვეყნდა youtube არხზე აუდიო ვერსია.
უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
1728330888