კესარია აბრამიძის ოჯახი პირველ განცხადებას ავრცელებს
1727984940
სპიტაკის სასაფლაოზე, ასობით საფლავს შორის, ძაღლის სასაფლაოსაც შეხვდებით – ჯვრის, ვარსკვლავის და ფოტოსურათის გარეშე. ძეგლზე მხოლოდ სახელია: „ჟუჟა“.
საშინელი მიწისძვრის დროს, რომელსაც 25000 ადამიანი შეეწირა, ჟუჟამ – ჩვეულებრივმა ძაღლმა შეუძლებელი გააკეთა. მან გადაარჩინა ერთი წლის გოგონა, რომელიც მასთან ერთად იმყოფებოდა ნანგრევების ქვეშ. ოთხი დღის განმავლობაში ძაღლი ათბობდა ბავშვს თავისი სხეულის სითბოთი და, შესაძლოა, მისი რძით კვებავდა.
მაშინ როცა მაშველები წუთიერი დუმილით ერთიმეორის მიყოლებით აწყობდნენ ადამიანების გვამებს , ქვების და ქვიშის გროვის ქვეშ ჟუჟა ყეფდა. ამ დროს ძაღლმა გოგონას უკბინა. ბავშვმა ტირილი დაიწყო და ამის წყალობით ორივე მტირალი ბავშვი და გაფითრებული ძაღლი – ნანგრევებიდან ამოიყვანეს.
ჟუჟამ ლალა სარიანის ოჯახთან ერთად კიდევ 12 წელი იცხოვრა. როდესაც ის გარდაიცვალა, ლალას ახლობლებმა ძაღლი სპიტაკის სასაფლაოზე, სხვა მიწისძვრით დაღუპული ადამიანების გვერდით დაკრძალეს.
ასევე ნახეთ 👉 რატომ დააქვს თავისი სისხლი დედოფალ ელისაბედს ყველგან – უცნობი ფაქტები ბრიტანეთის სამეფო ოჯახზე
მიწისძვრა სომხეთში 1988 წლის 7 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 11 საათსა და 41 წუთზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ძალამ 10 ბალს მიაღწია (12-ბალიანი შკალის მიხედვით), თუმცა, მარტო სპიტაკი არ აღმოჩნდა კატასტროფულ მდგომარეობაში – სულ სტიქიისგან 21 ქალაქი და 350 სოფელი დაზარალდა.
მიწისქვეშა ბიძგები იმდენად დიდი იყო, რომ თბილისშიც კი იგრძნობოდა. ძაღლის საფლავი იმავე გარდაცვალების თარიღით – 1988 წლის 7 დეკემბრით არის დათარიღებული.
ოფიციალური მონაცემებით, სტიქიურ უბედურებას 25 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, 140 ათასი დასახიჩრდა, ხოლო 514 ათასმა ადამიანმა თავშესაფარი დაკარგა.
დაგაინტერესებთ 👉 რა რეაქცია ჰქონდა სოფო ნიჟარაძეს ლიზა იასკოს ხსენებაზე