1789480042
საბურთალოზე ორი ქალი ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს
თბილისში, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი ქალი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, პოლიციამ 30 წლამდე ქალები მაშინ დააკავა, როდესაც ისინი ნარკოტიკული საშუალების კონკრეტულ ადგილზე განთავსებას ცდილობდნენ.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.










