1733169705
VIDEO: „გახარიამ თავისი ნაბიჯით, არა მხოლოდ პრემიერმინისტრობაზე თქვა უარი, არამედ, მან იმ ძალების წისქვილზე დაასხა წყალი, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას ებრძვიან...“ - გივი მიქანაძე
გახარიამ მოღალატეობრივი ნაბიჯი გადადგა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ გადაცემა ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში" განაცხადა.
„გახარიამ თავისი ნაბიჯით არამხოლოდ გადადგა ნაბიჯი იქითკენ, რომ უბრალოდ პრემიერმინისტრობაზე უარი თქვა, არამედ მან იმ ძალების წისქვილზე დაასხა წყალი, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში მშვიდობას ებრძვიან... გადადგა მოღალატეობრივი ნაბიჯი, აქ ორი აზრი არ არის. სხვა განმარტება და შეფასება ვერ მიეცემა'', - განაცხადა გივი მიქანაძემ.