ევაკუაცია რამდენიმე სკოლაში - რა ხდება ადგილზე
1728288316
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია ემზადება მასშტაბური სახალხო გამოშველბისთვის, რათა რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს.
„გაჭირვებაში მყოფმა მოქალაქეებმა კარგად უნდა გაიაზრონ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის ტყვეობა ნიშნავს მინიმუმ 10 მილიარდი დოლარი ინვესტიციის ტყვეობაში ყოფნას, რაც გულისხმობს დამატებით მინიმუმ 200 ათასამდე სამუშაო ადგილების შექმნას. სააკაშვილის ტყვეობა ნიშნავს 10 მილიარდის გამოკეტვას ციხეში, 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის მძევლად აყვანას.
მნიშვნელოვანია გავიაზროთ ერთი რამ: ქვეყნის მთავარი რეფორმატორი და ინვესტორი, რომელსაც შეუძლია მილიარდობით დოლარის ინვესტიციის მოტანა ქვეყანაში, ნაცვლად იმისა, რომ გამოვიყენოთ ჩვენი ხალხისთვის, რუსებს ჰყავთ ქართველების ხელით დატყვევებული.
პარტიის მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც მათ შორის იქნა გუშინ მიღებული პოლიტსაბჭოზე არის ის, რომ იქნება მათ შორის რეგიონებში შეხვედრები და მობილიზება კონკრეტული თარიღისთვის, და ამასობაში რა თქმა უნდა, აქციები ყველა ქალაქსა თუ რეგიონში. იმიტომ რომ ელექტროენერგიის ფასი გაძვირდა, იმიტომ რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასი გაორმაგდა თბილისში, იმიტომ რომ საწვავი 3 ლარი ღირს და ძვირდება ყველაფერი, მათ შორის მედიკამენტები და პროდუქტები. ამიტომ, რა თქმა უნდა, გვექნება გეგმებთან დაკავშირებით საუბარი, გამოსვლის შემდეგ შეიძლება უფრო კონკრეტული ვიყო ამ მიმართულებით, მარტივი მიზეზით, ჩვენ ვემზადებით მასშტაბური სახალხო გამოსვლებისთვის ჩვენ ქვეყანაში რომ მივაღწიოთ, რიგგარეშე ვადამდელ არჩევნებს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.