სულ ტაატით შემოიყვანენ ბატონ შალვას პარლამენტის დარბაზში - იაგო ხვიჩია

იაგო ხვიჩია

მჯერა, მისი მხარდამჭერები, რომლებიც ახლა „ფეისბუქზე“ გამოკითხვაში მონაწილეობენ, სულ ტაატით შემოიყვანენ ბატონ შალვას პარლამენტის დარბაზში, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„ახლაც, სწორედ იმიტომ რომ ხელფასისა და საბიუჯეტო დაფინანსების დაკარგვის შანსი გაჩნდა, მჯერა, მიუხედავად იმისა, რომ მას არ უნდა აქ შემოსვლა, შემოდის პარლამენტში. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით და ტაშს დავუკრავთ მას. მესმის, რომ „ქართული ოცნება“ გააფთრებული იბრძვის, რომ ბატონი შალვა არ შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში, მაგრამ, მჯერა, მისი მხარდამჭერები, რომლებიც ახლა „ფეისბუქზე“ გამოკითხვაში მონაწილეობენ, სულ ტაატით შემოიყვანენ ბატონ შალვას პარლამენტის დარბაზში“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, პარლამენტში შესვლა-არ შესვლის საკითხს, სოციალურ ქსელში გამოკითხვის შედეგებით გადაწყვეტს.