1738930726
საზღვრის უკანონო კვეთისთვის ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ? - მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლოზე სიტყვით გამოსვლისას მოსამართლეს კითხვით მიმართ - თუ რატომ არ ასამართლებენ გარდაცვლილ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას საზღვრის უკანონო კვეთისთვის.
„ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ საზღვრის უკანონო კვეთისთვის? აა, უკვე ვეღარ ასამართლებთ იმიტომ, რომ მოკალით ხომ? თორემ, რომ დაეჭირათ ზვიადი, რომელსაც მე მივანიჭე საქართველოს ეროვნული გმირის წოდება, ის აუცილებლად გასამართლდებოდა უკანონო რეჟიმის მიერ, რომელმაც რუსეთის ჯარების დახმარებით მოახდინა გადატრიალება საქართველოში,"- აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.