ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
რუსეთსა და დასავლეთს შორის ჟენევაში დაწყებულ შეხვედრებს თბილისში აფასებენ. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ რუსეთის აგრესიული განცხადებების ფონზე, აუცილებელია საქართველოს ხელისუფლებამ მეტი აქტიურობა გამოიჩინოს საერთაშორისო ასპარეზზე.
"საქართველოს სჭირდება, როგორც მოკლევადიანი, ასევე საშუალოვადიანი სტრატეგია, თუ როგორ ვაპირებთ ჩვენ, რომ თავი დავიცვათ ამ მორიგი თავდასხმისგან ჩვენს სუვერენიტეტზე. ამ თვალსაზრისით მე, ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ვერ ვნახე ვერანაირი აქტიური ნაბიჯები, რომელსაც ჩვენი საგარეო უწყება ამ მიმართულებით დგამს იმიტომ, რომ ჩვენ დღეს მობილიზაციას უნდა ვუკეთებდეთ, როგორც ჩვენი მხარდამჭერი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების, ასევე, მათი პარლამენტის შესაბამის განცხადებებს," - განაცხადა პარლამენტის ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა სალომე სამადაშვილმა.