1727944755
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფება
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ანკარაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. თურქეთის დედაქალაქში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ამავე კომიტეტის დელეგატებთან ერთად დღეს თურქეთის საკანონმდებლო ორგანოში რამდენიმე შეხვედრას გამართავს.
საუბარია როგორც კოლეგა დეპუტატებზე, ასევე ნატოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელსა და თურქეთის ეროვნულ ასამბლეაში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფზე.
ქართული საპარლამენტო დელეგაციის ანკარაში ვიზიტის მიზანი ორ ქვეყანას შორის საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება და ურთიერთობების გაღრმავებაა. დელეგაციამ ირაკლი ბერაიას ხელმძღვანელობით უკვე მოინახულა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტები და პროგრამით ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებიც იგეგმება.