VIDEO: დიასას სიურპრიზი სალომეს – წყვილის რომანტიკული კადრები
1731009799
საქართველო მიზნად ისახავს განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად იქცეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.
დავოსში ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის მეთაურმა გერმანული ენერგეტიკული კომპანიის - “RWE AG” -ის აღმასრულებელ დირექტორთან მარკუს კრებერთან გამართა შეხვედრა, სადაც განიხილეს საქართველოს ენერგოსექტორი და ასევე მიმდინარე და შემოთავაზებული რეგიონალური პროექტები.
„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შევხვდი გერმანიის ქალაქ ესენში სათავო დაწესებულების მქონე მრავალეროვნული ენერგოგენერაციის კომპანიის აღმასრულებელ დირექტორს მარკუს კრებერს. განვიხილეთ საქართველოს ენერგოსექტორი, მიმდინარე და შემოთავაზებული რეგიონალური პროექტები. საქართველო მიზნად ისახავს განახლებადი ენერგოგენერაციისა და ტრანზიტის ჰაბად იქცეს“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.