კარგი ამბავი მათთვის, ვისაც ბანკში სესხი აქვს
1741602679
„საქართველოს მთავრობა მკაფიო იყო უკრაინისადმი მხარდამჭერ განცხადებებში, ვნახეთ გულუხვი ჰუმანიტარული მხარდაჭერა“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მკაფიო განცხადებები გაერო-ში, ეუთო-ში და სხვა მრავალმხრივ ფორუმებზე იყო საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულებები ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან ერთად დგომის კუთხით ამ კრიტიკულ დროს.
„საქართველოს მთავრობა მკაფიო იყო თავის მხარდამჭერ განცხადებებში უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ. ვნახეთ გულუხვი ჰუმანიტარული მხარდაჭერა უკრაინაში და საქართველოში მყოფი უკრაინელების მიმართ. ჩვენ ძალიან მივესალმებით საქართველოს მკაფიო განცხადებებს გაერო-ში და ეუთო-ში და სხვა მრავალმხრივ ფორუმებზე. ეს იყო საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი გამოხატულებები ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან ერთად დგომის კუთხით ამ კრიტიკულ დროს. ჩვენ გვჭირდება ერთიანობის დანახვა. მნიშვნელოვანია აქ, საქართველოში შესაძლებლობების გამოყენება, რომ მოხდეს პოლარიზაციის გვერდზე გადადება, ერთად დადგომა იმ საკითხების ირგვლივ, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რეგიონისთვის და ევრო-ატლანტიკური საზოგადოებისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მხარდაჭერის გამოხატულება ისევ გაგრძელდება, როგორც ეს იყო მაგალითად, ეროვნული ბანკის მხრიდან სანქციების განხორციელებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.