ლევან მაჭავარიანი: გარდაცვლილი ადამიანის ისტორიით რომ სპეკულირებენ, ეს საშინელი ტრაგედიაა - გულდასაწყვეტია, რომ ბატონი ღარიბაშვილი და „ასავალ-დასავალი“ სინქრონში მოქმედებენ

ლევან მაჭავარიანი

 დავით გარეჯთან დაკავშირებულ საკითხებს, მთლიანად ამ პროცესს ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა, კითხვის ნიშანი არ არსებობს.- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.

დეპუტატი გამოეხმაურა „ასავალ-დასავალის“ ინფორმაციას, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილის სახელი უკავშირდება ისტორიული კარტოგრაფიული მასალების ქვეყანაში ჩამოტანას.

„მეორე მხრივ, როდესაც ისინი გარდაცვლილი ადამიანის ისტორიით სპეკულირებენ, ეს საშინელი ტრაგედიაა. გულდასაწყვეტია, რომ ბატონი ღარიბაშვილი და „ასავალ-დასავალი“ სინქრონში მოქმედებენ. ორმაგად გულდასაწყვეტია ბატონი ღარიბაშვილის მხრიდან, რომ ამ მეთოდებით „ებრძვის“ თავის ყოფილ გუნდს“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.