სამარცხვინოა ყველა ვინც ამაში მონაწილეობს - მამუკა ხაზარაძე

„ლელოს“ ლიდერი

"მიუხედავად სამწლიანი მცდელობისა, აბსურდული ბრალდება - ფულის გათეთრება ვერ დაგვიმტკიცეს“, - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რითაც სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ახლა უნდათ ახალი „ბოდვა“ დააბრალონ.

„ახლა უნდათ ახალი ბოდვა დაგვაბრალონ. არ გამოგივათ!

ყველაფერი ეს საუკუნის პროექტის ანაკლიის ჩაგდებას ემსახურება,

სამარცხვინოა ყველა ვინც ამაში მონაწილეობს.

ბრძოლის პირველი რაუნდი მოგებულია, ასევე მოვიგებთ ყველა შემდეგ ბრძოლას სამართლიანი ქვეყნის მშენებლობისთვის, იმისთვის, რომ ამ მასკარადის მომწყობთა შვილებმა არასდროს იგრძნონ ის, რაც ჩემმა შვილებმა განიცადეს ამ წლების განმავლობაში...

ანაკლიასაც ავაშენებთ, სამართლიან და გაერთიანებულ ქვეყანასაც!

 

მადლობა ყველა გულშემატკივარს", - წერს მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში.