რა ქონებით მოვიდა ჯანდაცვის მისნიტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის ახალი მინისტრი

ჯანდაცვის ახალ მინისტრს ზურაბ აზარაშვილს ქონებრივი დეკლარაცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ​სსიპ-სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ს გენერალური დირექტორის პოზიციაზე მუშაობისას აქვს შევსებული.

2017 წელს მან თბილისში მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი შეიძინა. 2019 წელს კი შვილს, მარიამ აზარაშვილს ასევე თბილისში, 250 000 ლარის ღირებულების ბინა აჩუქა.

ზურაბ აზარაშვილმა 2018 და 2019 წლებში ორი  ავტომობილი – 55 000 ლარის ღირებულების ტოიოტა კამრი და ტოიოტა პრადო 54 000 ლარად იყიდა.

ზურაბ აზარაშვილს და მის ოჯახის წევრებს საქართველოს ბანკსა და ტერა ბანკში 17 ანგარიში აქვთ გახსნილი. როგორც ამავე დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ჯანდაცვის ახალ დანიშნულ მინისტრს დეკლარაციის შევსების მომენტში მიმდინარე საბარათე ანგარიშებზე 8,73 ლარი, 12 267,52 ევრო, 145,2 ლარი ერიცხებოდა.  საბარათე ანგარიშზე კი – 115,66 ლარი. ზურაბ აზარაშვილი ტერა ბანკში, ანაბრის სახით 7 000 ლარს ინახავს.

ასევე ნახეთ: ახალი მინისტრის ოჯახური ფოტოები – თავდაცვიდან ჯანდაცვაში

მინისტრის შვილებს, მარიამ აზარაშვილს ტერა ბანკში დეპოზიტზე 350 ლარი  და 207,1 ლარი ერიცხებოდა, ანა აზარაშვილსაც და ნიკოლოზ აზარაშვილსაც 350 ლარი, ხოლო მეორე ანგარიშზე ნიკოლოზ 228,45 ლარს ინახავს, ასევე ანას დამატებით კიდევ 267,16 ლარი ერიცხება. ხოლო ანდრია აზარაშვილს სადეპოზიტო ანგარიშზე 3 780 ლარი ერიცხება. დამიანე აზარაშვილიც დედმამიშვილების მსგავსად, ტერა ბანკში დეპოზიტზე 330 დოლარს ინახავს.

თავად მინისტრს ტერა ბანკში სადეპოზიტო სერთიფიკატი აქვს მითითებული, სადაც 95 000 ლარი ირიცხება. მას საკრედიტო ანგარიშზე 56,74 და 423,03 ლარი აქვს, მინისტრის მეუღლეს, შორენა ქოქაშვილს ტერა ბანკში ანგარიშზე 1755,34 ლარი ერიცხება.

ზურაბ აზარაშვილი 2027 წლამდე საქართველოს ბანკში საკრედიტო ვალდებულების შესრულება მოუწევს, მას იპოთეკური სესხი 45 000 ევროს ოდენობით აქვს, ხოლო გასავალში 6050,48 ევროა მითითებული. მინისტრი კიდევ ერთი იპოთეკური სესხით სარგებლობს, რომელიც 2031 წლამდე 120 000 ევროს ოდენობით აქვს აღებული და ზურაბ აზარაშვილს 12 215,62 ევრო გასავალი აქვს.