1728499899
რა პირობებს უყენებს „გირჩი“ „ნაციონალურ მოძრაობას“ სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერის სანაცვლოდ
„გირჩის“ ლიდერი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს პარტია გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ დაუჭერს მხარს.
„არ მიგვაჩნია, რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია პარლამენტში, რომლის გამოც, საგამოძიებო კომისია უნდა შექმნილიყო, მაგრამ გვესმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი კოლეგა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები პარლამენტში შემოვიდნენ და მუშაობა და ფუნქციონირება დაიწყონ“, - აცხადებს „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია.
ჩვენ საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ, მაგრამ მის შექმნაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ხელს არ შევუშლით იმ შემთხვევაში, თუ საჯაროდ დადებენ პირობას და იტყვიან, რომ როცა საგამოძიებო კომისიის შექმნა ჩვენ დაგვჭირდება, მხარს დაგვიჭერენ და მეორე - საკუთარი ტელეარხებით შეწყვეტენ იმის ტირაჟირებას, რომ „ქოცების“ მეგობრები ვართ“, - აცხადებს იაგო ხვიჩია.
ამასთან, „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ საპარლამენტო ბოიკოტს შეწყვეტენ, თუ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისია შეიქმნება.