1728312638
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ორი ახალი წევრი ჰყავს
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ორი ახალი წევრი - ანრი ოხანაშვილი და ირაკლი ჩიქოვანი დაემატა. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება შემადგენლობის გაძლიერების მიზნით მიიღეს.
„პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს შემადგენლობის გაძლიერების შესახებ. კერძოდ, პოლიტსაბჭოს შემადგენლობას დაემატება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ორი წევრი: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი. წარმატებებს ვუსურვებ ანრის და ირაკლის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.