ტრაგედია კახეთში - 6 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო
1743437746
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დაფუძნებიდან დღეს 10 წელი გავიდა. როგორც მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, "ქართული ოცნების" მთავარი მონაპოვარი ადამიანის უფლებების დაცვა და ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაა.
„ქართულმა ოცნებამ“, ამ პოლიტიკურმა ორგანიზაციამ შეძლო რამდენიმე მნიშვნელოვანი რამის მიღწევა. პირველ რიგში, ის, რომ საქართველო ააცილა ავტორიტარულ რეჟიმს და იმ მძიმე მდგომარეობას, რაც ადამიანის უფლებების კუთხით, პატიმართა უფლებების კუთხით, მედიის სრული მონოპოლიზაციის კუთხით იყო. ამ ხელისუფლებამ შეძლო, რომ ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე გადაგვედგა მნიშვნელოვანი და კონკრეტული ნაბიჯები“, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.