„გაიშიფრა სცენარი: იგეგმებოდა შეხვედრის ჩაშლა, პროვოკაციები, რომლებიც ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამწვავებდა“ - რას უყვება „პრაიმთაიმს“ გიორგი ახვლედიანი

დელეგაცია

რამდენიმე დღის წინ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის, თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, უკრაინაში იმყოფებოდა.

როგორც „პრაიმტაიმისთვის“ ხდება ცნობილი, მეზობელ ქვეყანაში ქართული დელეგაციის ჰყოფნის პარალელურად, უკრაინაში დაწინაურებული „ნაციონალური მოძრაობის“ ძებნილი პირების მიერ ქართული და უკრაინული მხარის შეხვედრის ჩაშლა იგეგმებოდა, ამის შესახებ სააგენტოსთან პოლიტიკის ანალიტიკოსი გიორგი ახვლედიანი საუბრობს.

როგორც ახვლედიანი ამბობს, ოპოზიციური პარტია პირდაპირ გეგმავდა, დამნაშავეებად ცნობილი უკრაინაში მოღვაწე „ნაცმოძრაობის“ მაღალჩინოსნები ქართული დელეგაციისთვის შეეხვედრებინა და მათთვის პროვოკაციები მოეწყო.

„უკრაინაში ქართული დელეგაციის ჩასვლის დროს, პროვოკაცია ნამდვილად იგეგმებოდა. ეს გეგმა გაიშიფრა და თუ ვინ გეგმავდა პროვოკაციას, ეს ინფორმაცია უნდა მოვიძიოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ჩანერგილ უკრაინაში მყოფ მეხუთე კოლონაში, ვგულისხმობ გია ლორთქიფანიძეს, ზურაბ ადეიშვილს, დავით არახამიას, გია გეწაძეს. 

 "ნაციონალური მოძრაობის" ეს გეგმა, დიდი ალბათობით, პარლამენტის თავმჯდომარის დელეგაციისა და უკრაინული მხარის შეხვედრის ჩაშლას ითვალისწინებდა. კერძოდ, ჩემი ინფორმაციით, იგეგმებოდა უკრაინაში დაწინაურებული  „ნაცმოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნების, იგივე ზურაბ ადეიშვილის, ლორთქიფანიძისა და მუხაძის,  ქართულ დელეგაციასთან შეხვედრა და  იქ პროვოკაციების მოწყობა. ამ პროვოკაციის მიზანი იყო უკრაინა-საქართველოს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაეძაბათ, რასაც „ნაციონალები“ საქართველოში სიტუაციის ასარევად გამოიყენებდნენ“, - განაცხადა ახვლედიანმა.

როგორც ახვლედიანი აცხადებს, „ნაცმოძრაობის“ გეგმას ხელი სუსის მიერ დაწყებულმა გამოძიებამ შეუშალა.

„მოგეხსნებათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიყო გამოძიება, რამაც ხელი შეუშალა „ნაცმოძრაობის“ გეგმის განხორციელებას. იმედი მაქვს, უკრაინული მხარე „ნაცმოძრაობის“ პროვოკაციებს მომავალში არ აჰყვება“,- განაცხადა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკრაინაში შესაძლო პროვოკაციების მოწყობის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. გამოძიება 325-ე მუხლის 1-ელი ნაწილით არის დაწყებული, რაც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე თავდასხმას გულისხმობს.

სხვა სიახლეები