1767166260
ბოლო 7 თვის განმავლობაში, შსს-ს მიერ აღკვეთილია ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ათეულობით ფაქტი, ამოღებულია რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკი - ალექსანდრე დარახველიძე
"მხოლოდ ბოლო 7 თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღკვეთილია ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ათეულობით ფაქტი და ამოღებულია რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკი", - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ნარკოდანაშაულისთვის, ჯამში, დაკავებული 5000-ზე მეტი ადამიანი.
"24 საათის განმავლობაში, ვაგრძელებთ ბრძოლას ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ. დიდ ყურადღებას ვუთმობთ ნარკორეალიზატორების გამოვლენასა და მათ დასჯას კანონის სრული სიმკაცრით.
მხოლოდ ბოლო 7 თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღკვეთილია ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ათეულობით ფაქტი და ამოღებულია რამდენიმე ასეული კილოგრამი ნარკოტიკი. ხოლო, ნარკოდანაშაულისთვის ჯამში დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-მდე ნარკორეალიზაციაში ჩართული პირი", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.












