ორი ასაკობრივი ზღვარის გადალახვის შემდეგ, ადამიანი საგრძნობლად სწრაფად ბერდება - ახალი კვლევა
1732214480
უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, საქართველოში ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის მომდევნო სცენარი დაიწერა, რომლის ავტორი ისევ და ისევ ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობაა“, ამის შესახებ ინფორმაციას „პრაიმტაიმს“ პოლიტიკის ანალიტიკოსი, გიორგი ახვლედიანი აწვდის. ის საზოგადოებას მოუწოდებს, მოსალოდნელ პროვოკაციებს, რომლებიც „ნაცმოძრაობის“ მიერ უკვე შემუშავებულია და მალე განხორციელდება, არ აჰყვნენ.
როგორც ანალიტიკოსი ჰყვება, ოპოზიციური პარტიის მხრიდან ქვეყანაში არეულობის მოწყობის ახალი გეგმა უკრაინაში მიმდინარე ომის ფაქტორის გამოყენებას გულისხმობს. მისი თქმით, ამ სცენარში უკრაინასა და საქართველოში მოღვაწე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან ჩართულები.
„მოგეხსენებათ, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რევოლუციური სცენარი პირველად არ იგეგმება, ახლა შედგენილია არეულობის მოწყობის ახალი გეგმა. ამ პარტიას სურს, ახალი ტექნოლოგიების შემეცნებით ხელისუფლება დაამხოს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები მიხვდნენ, რომ ხელისუფლების დამხობის ძველი მეთოდები აღარ გამოადგებათ, ამიტომ ახალი ხრიკების ძიებით არიან დაკავებულნი.
საინტერესოა, რას გულისხმობს ამ პარტიის მიერ ხელისუფლების დამხობის ამჟამინდელი გეგმა - დარწმუნებული ვარ, ბაკურიანში ოპოზიციის გასაიდუმლოებულ შეხვედრაზე, უკრაინული თემის ჭრილში, განხილული იყო საქართველოში რევოლუციისა და არეულობის მოწყობის გეგმები.
ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ რევოლუციური მუხტის აგორების მთავარი მოტივი არის უკრაინაში მიმდინარე ომი. მათი მიზანია, ამ ომში ქართული მხარის როგორმე ჩართვა. უნდა ითქვას, რომ ჩვენ, როგორც საქართველოში, ასევე უკრაინაში გვყავს ორი მეხუთე კოლონა, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლების დამხობა სურთ.
კერძოდ, უკრანული მხარის მხრიდან საქართველოზე განხორციელებული ყველა შეტევა „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ჩანერგილი ადამიანების ნამოქმედარია. საზოგადოება უნდა მოემზადოს, რადგან მალე „ნაცმოძრაობა“ ბევრი პროვოკაციის აგორებას შეეცდება. მე არ გამოვრიცხავ, ქართული დელეგაციის უკრაინაში ჩასვლის დროს, „ნაცმოძრაობის“ მხრიდან პროვოკაციები მოხდეს. წარმოიდგინეთ, "ნაციონალებმა" ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები რომ დაახვედრონ ქართულ დელეგაციას შეხვედრაზე, რამხელა პოლიტიკური სკანდალი იქნება. იმედი მაქვს, უკრაინული მხარე პროვოკაციებს არ დაუშვებს“,- განაცხადა ახვლედიანმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ ბაკურიანში 6 სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის, არასამთავრობოებისა და მედიის მცირე ნაწილის შეხვედრა გაიმართა. იქ დამსწრე საზოგადოებას პოლიტტექნოლოგი პიტერ აკერმანი შეხვდა, რომელიც ხავერდოვანი რევოლუციების მომზადების სპეციალისტად არის ცნობილი.
როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
1732249892