სპეციალური ბრიფინგი შსს-ში - ამოღებულია 50 მილიონი ლარის ღირებულების 157 კილოგრამი „ჰეროინი“

ალექსანდრე დარახველიძე

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, 30 დეკემბერს, შსს-ს თანამშრომლებმა გამოავლინეს და აღაკვეთეს საქართველოში ნარკოტიკული საშუალების შემოტანის კიდევ ერთი უმსხვილესი ფაქტი.

"პოლიციის მიერ ამოღებულია 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინი", რომლის საბაზრო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს", - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, დაკავებულია ირანის მოქალაქე. საქმეზე გამოძიება გრძელდება. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.