სასაზღვრო პოლიციამ სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე უცხო ქყვენის ორი და საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავა

სასაზღვრო პოლიცია

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სასაზღვრო სექტორ „კირნათის“, „სარფის“ და „ვალეს“ დასაცავ მონაკვეთებზე, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე – 1985 წელს დაბადებული შ.ო. და 1993 წელს დაბადებული ს.ა., ასევე, საქართველოს ერთი მოქალაქე – 1988 წელს დაბადებული ბ.ჯ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა შ.ო.-მ, ს.ა.-მ და ბ.ჯ.-მ სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი შემოვიდნენ საქართველოში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.