„არ გვაქვს კარგი ურთიერთობა, თუმცა მან გამაკვირვა“ - უაითი დვალიშვილის შესახებ
1737291854
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი და CRRC- საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, კითხვაზე რომელი პარტია დგას თქვენ შეხედულებებთან ახლოს? პასუხები ასე გადანაწილდა:
არცერთი პარტია -41%
ქართული ოცნება -24%
ნაციონალური მოძრაობა - 9%
უარი პასუხზე -12%
არ ვიცი - 6%
სხვა - 8%
NDI-ს ინფორმაციით, კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბრის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2 099 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. კვლევა CRRC-საქართველომ ჩაატარა.