შობის მარხვა - კვების კალენდარი, ნებადართული პროდუქტები და მნიშვნელოვანი თარიღები
1795458061
ბიზნესმა უნდა მიაწოდოს განათლების სისტემას ინფორმაცია, რაზე არის მოთხოვნა დღეს და რაზე იქნება მოთხოვნა ხვალ, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ Skillwill-ში ახალი კოლეჯისა და MIT Open Learning-თან თანამშრომლობის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"კარგი, ძლიერი კადრი ნებისმიერი კომპანიისთვის არის წარმატების ქვაკუთხედი, მთავარი ძალა და ეს არის კონკურენტული უპირატესობა. რაც შეეხება ადამიანს, მისთვის პროფესია და განათლება კი არის დამოუკიდებლობის, თავისუფლების და კეთილდღეობის გარანტი ცხოვრებაში და ჩვენთვის ძალიან ღირებულია, ვფიქრობთ, რომ უნდა იყოს ხიდი ბიზნესსა და ახალგაზრდებს, ბიზნესსა და სტუდენტებს შორის და სწორედ ამ ხიდის გადებას და ეს ჩვენთვის ძალიან ღირებულია, ემსახურება ის მემორანდუმი, რომელსაც ჩვენ ძალიან მალე გავაფორმებთ საქართველოს ბიზნესასოციაცია და Skillwill-ი.
ბიზნესმა უნდა მიაწოდოს განათლების სისტემას ინფორმაცია, რაზე არის მოთხოვნა დღეს და რაზე იქნება მოთხოვნა ხვალ. ჩვენ კვალიფიციური კადრები განსაკუთრებით გვჭირდება ტექნოლოგიებში, ეს არის ყველაზე სწრაფად ცვალებადი სფერო და პრინციპში ციფრული ცოდნა არა მარტო რომელიმე დარგს სჭირდება, არამედ ის ერთნაირად სჭირდება თითქმის საბანკო, საფინანსო სისტემასა და სადაზღვევო სისტემას, ვაჭრობას, წარმოებას, ტრანსპორტ-ლოგისტიკას და ასე შემდეგ. განსაკუთრებით მივესალმებით "ემ-აი-თის ოფენ ლერნინგთან" თანამშრომლობას.
ეს ორ რაღაცას მოგვცემს, ჩვენი აზრით: პირველი, რომ სტუდენტები მიიღებენ საერთაშორისო დონის ცოდნას და მეორე, ბიზნესისთვის ეს იქნება რწმენა იმისა, რომ საქართველოშიც შეიძლება მაღალკვალიფიციური კადრების გაზრდა," - აცხადებს სოსო ფხაკაძე.