ნიკა მელიას აქციების მოსაწყობად ფულს არ აძლევენ - ირაკლი კობახიძე

კობახიძეე-მელია

"ნიკა მელიას ავალებენ აქციების მოწყობას და ფულს არ აძლევენ, სულ მიდის ამაზე წუწუნი. ასეთი კონფლიქტები აქვთ პარტიის შიგნით, რაც ძალიან კარგია. რაც უფრო სუსტი იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უფრო ძლიერი იქნება ქართული დემოკრატია", - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ  "იმედი ლაივის” ეთერში განაცხადა. 

„მათ არ აქვთ მაინც და მაინც დიდი სივრცე მოქმედებისთვის. ეს არეალი არის უკიდურესად შეზღუდული. ასეთ დაპირისპირებებში ყოველთვის, ციხეში იქნება, კიევში თუ სადმე სხვაგან, სააკაშვილი იქნება გამარჯვებული. მიუხედავად იმისა, რომ ციხეში ყოფნის პერიოდში სააკაშვილს დაუსუსტდა პოზიციები, მაინც სწორედ, ამ ფინანსებისა და ტელევიზიების გამო, მას ეთქმის გადამწყვეტი სიტყვა.

მათთან პარტიაში გავრცელებული პრაქტიკაა, რომ როდესაც ვინმე არ მოსწონთ, ან ვინმესი ეშინიათ და საფრთხეს ხედავს სააკაშვილი ვინმეში, საქმეში ერთვებიან კონკრეტული ტელევიზიები და ამით ემუქრებიან პოლიტიკურ ფიგურებს. ემუქრებიან, რომ მოხდება მათი გაქრობა ტელევიზიებიდან და ა.შ. ეს არის მათთან მიღებული პრაქტიკა. თან ფულს არ აძლევენ, ავალებენ აქციების მოწყობას. ამაზე ხშირად წუწუნებენ ხოლმე, განსაკუთრებით მელია, რომ ავალებენ აქციების მოწყობას და ფულს არ აძლევენ და სულ მიდის ამაზე წუწუნი. ასეთი კონფლიქტები აქვთ პარტიის შიგნით, რაც ძალიან კარგია. რაც უფრო სუსტი იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, მით უფრო ძლიერი იქნება ქართული დემოკრატია", - განაცხადა  კობახიძემ.