„ნულების პარადია რა, „ზეროა“ ოპოზიცია დღეს, ჩემს თავსაც ვგულისხმობ“ - გუბაზ სანიკიძე

„ზოგი ოპოზიციონერის მიმართ განულებული მაქვს ნდობა“ - ამის შესახებ პოლიტიკოსმა გუბაზა სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

„სააკაშვილი ადრე თუ გვიან გამოვა და დაამთავრებს ამ ხელისუფლებას. მე სხვა კომბინაციის არ მჯერა. ნოლების გადანაცვლებით ნოლების პარადია რა, ჩემს თავსაც ვგულისხმობ, ვინმეს ნუკი ეწყინება. „ზეროა“ ოპოზიცია დღეს, ვიღაცა დიდი დოზით, ვირაცა ნაკლები დოზით.

ზოგი ოპოზიციონერის მიმართ განულებული მაქვს ნდობა. ზოგთან შედარებით შედარებით ნაკლები, ზოგთან განული მაქვს საერთოდ ნდობის საკითხი. დანამდვილებით ვიცი, რომ ძალიან ბევრი თანამშრომლობს ხელისუფლებასთან“,  აცხადებს გუბაზ სანიკიძე.

მისივე თქმით, მხოლოდ ერთი კაცია, ვინც ხელისუფლებასთან შეკრული არ არის და ეს მიხეილ სააკაშვილია.

„მე ერთ კაცში ვარ ბოლომდე დარწმუნებული 100%-ით, რომელიც ამ ხელისუფლებასთან შეკრული არ არის, ეს არის მიხეილ სააკაშვილი და მის თანამებრძოლად ვთვლი თავს“ - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.