მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელიც სიდუხჭირის და გაჭირვების დაძლევისკენ არის მიმართული - ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილზე

mixeil saakashvili

უკეთესად გამოიყურება ვიზუალური თვალსაზრისით. ის ელოდება ხვალ სახელმწიფო ინსპექტორს გორის წამების ფაქტთან დაკავშირებით. ხვალ გამოკითხავენ მიხეილ სააკაშვილს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ განაცხადა.

„შედარება არ შეიძლება იმასთან, რაც მე გორში ბოლო ვიზიტის დროს დამხვდა. პრობლემები არსად წასულა, მაგრამ შედარება მართლაც არ არის. უკეთესად გამოიყურება ვიზუალური თვალსაზრისით. ის ელოდება ხვალ სახელმწიფო ინსპექტორს გორის წამების ფაქტთან დაკავშირებით. ხვალ გამოკითხავენ მიხეილ სააკაშვილს. მას დიდი იმედი აქვს საპარლამენტო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით. აპირებს, ჩვენება მისცეს საპარლამენტო კომისიას, მიაჩნია, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას ეს კომისია“, - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს.

„პოლიტიკურად ძალიან კარგ ფორმაშია. იცით, რომ მან საზოგადოებას უკვე გააცნო ერთი სერიოზული დოკუმენტი, მის დასავლურ მანიფესტს ვგულისხმობ, ხოლო ამ ეტაპზე მუშაობს ეკონომიკურ პროგრამაზე, რომელიც სიდუხჭირის და გაჭირვების დაძლევისკენ არის მიმართული. მას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ნამუშევარი ახალი წლის დღეებში ამ საკითხთან დაკავშირებით. ხვალ ელოდება ბატონ რომან გოცირიძეს, რომლისგანაც აინტერესებს ოფიციალური მონაცემები ამ სფეროში, რაზეც გააგრძელებს მეტ კვალიფიციურ მუშაობას,“ - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.