„ქართულ ოცნებას“ ნამდვილად აქვს განახლების ძალიან დიდი რესურსი - ყველას თავისი შრომითა და პიროვნული ღირსებით აქვთ მიღწეული ის შედეგი, რაც აქამდე ცხოვრების გზაზე გაუვლიათ - ირაკლი ქადაგიშვილი დელეგატებზე

ირაკლი ქადაგიშვილი

თუ დააკვირდებით ნათლად დაინახავთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად აქვს განახლების ძალიან დიდი რესურსი, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა „ქართული ოცნების“ დელეგატებზე საუბრისას.

მისი თქმით, ყველა დელეგატს თავისი შრომითა და განათლებით აქვთ მიღწეული თავიანთი შედეგები.

„ესენი არიან ახალგაზრდები და ყველას თავისი განათლებით, შრომითა და თავისი პიროვნული ღირსებით აქვთ მიღწეული ის შედეგი, რაც აქამდე ცხოვრების გზაზე გაუვლიათ“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ თბილისის დელეგატები წარადგინა.