„პირდაპირი ავიაფრენების აღდგენით მოიგებს მხოლოდ საქართველო და მისი ეკონომიკა, არანაირი რაციონალური კონტრარგუმენტი არ მომისმენია“ - კახა კუკავა

კახა კუკავა

პოლიტიკოსი კახა კუკავა რუსეთთან ავიამიმოსვლის თემას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი შეფასებით, პირდაპირი ავიაფრენების აღდგენით მოიგებს მხოლოდ საქართველო და მისი ეკონომიკა.

„სახელმწიფოებრივი (და არა პარტიული) ინტერესებიდან გამომდინარე, ვფიქრობ:

1. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან, ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების უკან წაღებამდე დაუშვებელია;

2. პირდაპირი ავიაფრენების აღდგენით მოიგებს მხოლოდ საქართველო და მისი ეკონომიკა, არანაირი რაციონალური კონტრარგუმენტი არ მომისმენია," - წერს კუკავა სოციალურ ქსელში.