ოპოზიციის ნაწილი უკვე აქციოლოგად ჩამოყალიბდა - დავით სერგეენკო

სერგეენკო

"ოპოზიციის ნაწილი უკვე აქციოლოგად ჩამოყალიბდა, ეს მათი ნება და მათი უფლებაა", - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

"მე ვისურვებდი, რომ მათგან რაღაც კონკრეტული ხედვა მოვისმინო ქვეყნის განვითარების, თუმცა ისინი არიან ვიწრო სპეციალიზაციით აქციების მიმართულებით. არ მგონია, ეს ქვეყნისთვის კარგი იყოს. "შავ სიას" რაც შეეხება, ცუდ, რეპრესიულ ასოციაციებს აღძრავს, მეოცე საუკუნის 30-იანი წლების. მე არ მინდა მკაცრი განმსჯელი ვიყო, ამას აქვს მიზეზები, რომ ძალიან მკაცრად არ განვიკითხო, ჩემი შეხედულებებიდან გამომდინარე. "შავი სია" არ მგონია კარგი აზრი იყოს,"- განაცხადა სერგეენკომ.