თითო ოჯახიდან 7 კაცი ცალ-ცალკე ბინას არ უნდა იღებდეს! - ნინო ჯღარკავა დევნილების პირობებზე

ჯღარკავა

შთამომავლობით დევნილებად აღარ უნდა ეწერებოდნენ და თითო ოჯახიდან 7 კაცი ცალ- ცალკე ბინას არ უნდა იღებდეს!, - ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში წერს და ეხმაურება ქვეყანაში მიმდინარე ბოლო დროს ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ პრობლემას.

„ახლა ვიტყვი და ჩამქოლავენ ხომ ვიცი, არადა ვიღაცამ ხომ უნდა თქვას ეს მწარე სიმართლე. რაც აფხაზეთიდან დევნილები გვყავს, მას მერე სულ მათი პრობლემაა, მისცემენ ბინებს, მერე ყიდიან, მერე შევარდებიან სასტუმროებში, ჩამონგრეულ შენობებში, ისევ ითხოვენ ბინებს, მერე შვილები ეყოლათ, ისინიც დევნილებად იწერებიან და ყველა შვილი ცალ-ცალკე ითხოვს ბინას. მერე შვილიშვილები ეყოლათ, მერე ისინი ითხოვენ ცალ-ცალკე ბინებს და არ დამთავრდა მათი დაკმაყოფილება და არც დამთავრდება. არადა ჩვენ ვართ უკვე დევნილები მათ ფონზე, მართლა ვინც დღემდე უბინაოდაა , ისინი ამ ყაჩაღების ფონზე დაიჩაგრნენ და ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოწესრიგდეს დევნილების თემა და სიები! შთამომავლობით დევნილებად აღარ უნდა ეწერებოდნენ და თითო ოჯახიდან 7 კაცი ცალ- ცალკე ბინას არ უნდა იღებდეს!!“, - ვკითხულობთ ჯღარკავას ფეისბუკპოსტში.