ექიმებმა დაასახელეს ვაშლის რაოდენობა, რომელიც ყოველდღე უნდა მივირთვათ
1791106054
თიბისის თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობაზე განსაკუთრებული შეთავაზებები აქვს. კამპანიის მიზანია, საქართველოს მასშტაბით, ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მომხმარებლებისთვის დამატებითი სარგებლის შექმნა.
ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის, გორის, ბორჯომისა და ზუგდიდის ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტებში ქეშბექ შეთავაზების შემდეგ, სადაც მომხმარებლები თიბისი ბარათებით (გარდა მოსწავლის და ბიზნესბარათებისა) გადახდისას, თანხის 50%-ს ერთგულ ყულაბაში მომენტალურად და ულიმიტოდ იბრუნებენ, თიბისიმ მომხმარებლებს გამორჩეული შეთავაზება დედაქალაქშიც მოუმზადა.
თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებს ახლა უკვე შესაძლებლობა აქვთ, თვეში მხოლოდ 20 ლარად, მათთვის სასურველი ტრანსპორტით (ავტობუსი, მეტრო, მიკროავტობუსი, საბაგირო), ერთი წლის განმავლობაში, ულიმიტოდ ისარგებლონ.
თიბისის ნებისმიერ ბარათზე (გარდა მოსწავლის და ბიზნესბარათებისა) დედაქალაქის შეთავაზების გააქტიურება მომხმარებლებს მობაილბანკიდან შეუძლიათ. შეთავაზებით სარგებლობისთვის კი, ტრანსპორტში აუცილებელია ფიზიკური ბარათით გადახდა.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, ჩვენი მომხმარებლებისთვის, ყოველდღიურობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია. სწორედ ამიტომ გადაწყვიტეთ, ტრანსპორტით სარგებლობისას, მათთვის, 50%-იანი ქეშბექისა და დედაქალაქში, თვეში მხოლოდ 20 ლარად ულიმიტო გადაადგილების შეთავაზება. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ინიციატივა, საქართველოს მასშტაბით, ყველა დიდ ქალაქში მნიშვნელოვნად გაზრდის ნებისმიერ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას, რაც პირდაპირ უკავშირდება ჩვენს მისიას - გავუმარტივოთ ადამიანებს ყოველდღიური ცხოვრება”, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორი
შეთავაზების დეტალური პირობებისთვის, ეწვიეთ ბმულს.