მიმდინარე სასწავლო წელი ძალიან დიდი სიახლეებით დავიწყეთ. სასკოლო ინფრასტრუქტურასთან ერთად სრულად მობილიზებული და უზრუნველყოფილია სატრანსპორტო მომსახურებები იქ, სადაც ეს საჭიროებაა - გიორგი ამილახვარი

გიორგი ამილახვარი

მობილიზებულია სრულად საბიუჯეტო რესურსები, ასევე შესწავლილია თითოეული სკოლის საჭიროება და გამოვლენილია ყველაზე პრობლემური სკოლები. 38 სკოლაა ჯამში, სადაც მოხდება როგორც რეაბილიტაცია, ასევე მშენებლობა. თბილისსა და ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებსა და სოფლებში, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.

„ერთი თვის განმავლობაში დაიწყება შესაბამისი შესყიდვის პროცედურები. სრული სია უკვე გასაჯაროებულია იმ 100 სკოლის, რომელიც წელს ჩაბარდება.

მიმდინარე სასწავლო წელი ძალიან დიდი სიახლეებით დავიწყეთ. სასკოლო ინფრასტრუქტურასთან ერთად სრულად მობილიზებული და უზრუნველყოფილია სატრანსპორტო მომსახურებები იქ, სადაც ეს საჭიროებაა“, - აღნიშნა გიორგი ამილახვარმა.