მე შევიდე პარლამენტში? - შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში გამოკითხვას ატარებს:

shalva natelashvili

ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, სოციალურ ქსელში გამოკითხვას ატარებს და საზოგადოებას ეკითხება, უნდა შევიდეს თუ არა პარლამენტში?!

„მას შემდეგ რაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ პარლამენტში შესვლით აზრი დაუკარგა ბოიკოტს, ფიქრობთ თუ არა რომ ლეიბორისტულმა პარტიამ უნდა გამოიყენოს თავისი მანდატი და შესაბამისად, მე შევიდე პარლამენტში?“- წერს შალვა ნათელაშვილი.

როგორც პოლიტიკოსი წერს, პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ საზოგადოების მიერ დაფიქსირებული პოზიციის გათვალისწინებით მიიღებს გადაწყვეტილებას.

„გამოკითხვაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ კომენტარებში დააფიქსიროთ თქვენი აზრი (უმჯობესია დაწეროთ მარტივად "კი" ან "არა")

პარტია საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ თქვენს მიერ დაფიქსირებული პოზიციის გათვალისწინებით მიიღებს

ერთი და იგივე ადამიანის მიერ რამდენჯერმე დაფიქსირებული პოზიცია ჩაითვლება 1 ხმად

ყალბი (ფეიქ) ანგარიშების კომენტარები წაიშლება.“ - წერს შალვა ნათელაშვილი.