1733169705
მამუკა ხაზარაძე მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა
„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მოსამართლემ სხდომათა დარბაზიდან გააძევა.
სასამართლო პროცესზე ხაზარაძის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პროკურორი დასკვნით სიტყვას ამბობდა და არა რეპლიკას, რითაც მას უნდა ესარგებლა სხდომაზე. ამის შემდეგ მამუკა ხაზარაძესა და პროკურორს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
„სამი წელია, ბოდავთ და თავი შეიკავეთ. ვის ელაპარაკებით თქვენ ზრდილობაზე, რამე არ შეგეშალოთ. ეს არ არის სასამართლო, ბიძინას მონები ხართ“, – მიმართა ხაზარაძემ პროკურორს.
სიტყვიერი დაპირპისების შემდეგ მოსამართლემ მამუკა ხაზარაძეს სხდომათა დარბაზი დაატოვებინა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სისხლის სამართლის საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.