რატომ არ უნდა გარეცხოთ სარეცხი 40 გრადუს ტემპერატურაზე - სპეციალისტების რჩევა
1772736628
ლიეტუვის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენმა შალვა პაპუაშვილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა და საქმიანობაში წარმატებები უსურვა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
„როგორც ვიქტორია ჩმილიტე-ნილსენის მისალოც წერილშია აღნიშნული, ლიეტუვა ზრუნავს იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ქვეყანამ გააძლიეროს ინსტიტუტები და განახორციელოს დემოკრატიული რეფორმები.
ლიეტუვას პარლამენტის თავმჯდომარემ გამოთქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა და კონსტრუქციული საპარლამენტო დიალოგი გაგრძელდება. ამ მიზნით მან შალვა პაპუაშვილი ლიეტუვაში ოფიციალური ვიზიტით მიიწვია“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.