1728420497
ლევან ნიკოლეიშვილი - ახლა, რაც ჩვენ ვნახეთ, სააკაშვილი სრულიად გაკოტრებულია, მართლაც უნდა მოიხადოს სასჯელი...
ახლა, რაც ჩვენ ვნახეთ, სააკაშვილი სრულიად გაკოტრებულია, მართლაც უნდა მოიხადოს სასჯელი, თორემ ეგ თუ ვადამდე ადრე გამოვიდა... - ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გამოსვლას ეხმიანება.
„აბა, რა უნდა თქვა სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესზე; არაჟნებთან ერთად შემოპარულმა, დაიწყო მაგრამ რა დაიწყო, ჯერ ზვიად გამსახურდიას რატომ არ იჭერთო, შუაში ათასი სისულელე, მუქარა, და თავისი ეკონომიკური პროგრამაც მიაყოლა, მტკიცებულებად, როგორ ნახა მარკეტში გუშინ ვიღაცა (ნაღდადა დაესიზმრა ან მოელანდა), ბოლოს განხილვა და მოწმეები, რომ უნდა წარედგინათ დარბაზიდან ციხეში გაიპარა. აბა, ეს ხალხი, რომ პირზე დაადგებოდა, რა უნდა ექნა?! კი, მანამდე, კი თქვა არ ვიცნობ არ წოწორიებს და და არც ნარიმანიძესო, მაგრამ ვერა, ვერ გაბედა თვალებში შეეხედა მათთვის. ახლა, რაც ჩვენ ვნახეთ, სააკაშვილი სრულიად გაკოტრებულია, მართლაც უნდა მოიხადოს სასჯელი, თორემ ეგ თუ ვადამდე ადრე გამოვიდა...“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი facebook -ზე.