„ლეიბორისტული პარტია“ პარლამენტში უნდა შევიდეს“ - გუგავა განმარტავს, რას გააკეთებს პარტია საკანონმდებლო ორგანოში

გუგავა

„ლეიბორისტული პარტია“, სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად, პარლამენტში შესვლას აპირებს. როგორც პარტიის წევრმა, გიორგი გუგავამ „პრაიმტაიმთან“ განაცხადა, შალვა ნათელაშვილის გარდა, პარლამენტში შესვლას ყველა მხარს უჭერს.

„ლეიბორისტული პარტია“ პარლამენტში უნდა შევიდეს“ - გუგავა განმარტავს, რას გააკეთებს პარტია პარლამენტში.

„პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, პარტიაში მიმდინარეობს მსჯელობა. ამ საკითხთან დაკავშირებით, იქნება „ფეისბუკ“ გამოკითხვა. ჩემი აზრით, პარტია უნდა შევიდეს პარლამენტში, რადგან ოპოზიციამ თავისი უპრინციპობით, დაარღვია საერთო შეთანხმება, ხელი მოაწერა შარლ მიშელის დოკუმენტს, რომელიც თავზე დაახიეს და არჩევნებიც თავზე დაამხვეს. 

ამ ფონზე, ისინი არც პარლამენტიდან და არც საკრებულოებიდან გამოსვლას არ აპირებენ. აქედან გამომდინარე, ჩვენი ბოიკოტირება შინაარსს კარგავს. ამდენად, პარტიამ უნდა გამოიყენოს ტრიბუნა იმისთვის, რომ სიმართლე ითქვას და ვამხილოთ რეჟიმი.

პარლამენტში შესვლას მხარს უჭერს ყველა, ბატონი შალვას გარდა, მაგრამ მისი გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება იმ გამოკითხვაზე, რომელიც ჩატარდება და საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიტიკური კომიტეტი მიიღებს“,- განაცხადა გუგავამ.

შეგახსენებთ, იმ შემთხვევაში, თუ „ლეიბორისტული პარტია“ პარლამენტში შევა, დეპუტატის მანდატს პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ჩაიბარებს.