„სისხლიანი წვიმა" ირანში - მეცნიერები უჩვეულო ფენომენის მიზეზს ასახელებენ
1742459924
"ისეთ რამეს, რაც რეზოლუციაში არ აისახა, მეც ვამბობ. რუსეთი არის აგრესორი და იმ საფრთხის შემცველი, რომელიც ნებისმიერ დროს გაცილებით უფრო მძიმე შეიძლება გახდეს", - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.
“პოლონეთი ის ქვეყანაა, ვისთანაც, როგორც პოლიტიკური, ასევე უსაფრთხოების თვალსაზრისით საკმაოდ მძლავრი და ინტენსიური ურთიერთობები გვაკავშირებს. პოლონეთის პრეზიდენტი ჩინეთში, ოლიმპიადის გახსნაზე მიემგზავრებოდა და ჩამოვიდა საქართველოში. გადაწყვეტილება მიიღეს, რომ ტექნიკური შესვენება ჰქონოდა და საწვავით შევსება თბილისში მომხდარიყო.
პრეზიდენტებს შორის საინტერესო შეხვედრა იყო. ეს კიდევ ერთი სიმბოლოა იმის, ევროპულ ქვეყნებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის თუ რა ხარისხი არსებობს. ბრიტანეთი-პოლონეთი-უკრაინის ალიანსის თემას არ ჩავუღრმავდებოდი, რადგან მრავალასპექტიანია და ჯერ მხოლოდ ჰიპოტეზები იყო გაანალიზებული. ჩვენ სიღრმისეულად გვაინტერესებს ნებისმიერი ალიანსი, რომელიც იქნება ევროპაში, მათ შორის ჩვენი მოკავშირე ქვეყნების მონაწილეობით - უკრაინის, პოლინეთის, საქართველოს, აზერბაიჯანის. ასეთი ალიანსები არსებობს და მუშაობა გასააქტიურებელია“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.