1728499899
ილია დარჩიაშვილი სტეფან სეჟორნეს საფრანგეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სტეფან სეჟორნეს საფრანგეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. ამის შესახებ ილია დარჩიაშვილი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
როგორც დარჩიაშვილი წერს, დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ძალისხმევით საქართველოსა და საფრანგეთს შორის კავშირები გაძლიერდება.
„ვულოცავ სტეფან სეჟორნეს საფრანგეთის ევროპულ და საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნას. გისურვებთ წარმატებას ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებაში. ახლა, როდესაც საქართველო ერთი ნაბიჯით უფრო ახლოს არის ევროპულ ოჯახთან, მოწოდებული ვარ, გავაგრძელო აქტიური თანამშრომლობა თქვენს ქვეყანასთან. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით ასევე გავაძლიერებთ კავშირებს საქართველოსა და საფრანგეთს შორის“, – წერს ილია დარჩიაშვილი.
საფრანგეთის ახალმა პრემიერ-მინისტრმა, გაბრიელ ატალმა მინისტრთა ახალი კაბინეტი წარადგინა.
ასევე ნახეთ:
„ძალიან ემოციურია ეს ჩემთვის... “ - ფოტოები გოჩა ჩერტკოევის ვაჟის ულამაზესი ქორწილიდან
VIDEO: „რაც მთავარია, გადავრჩი...“ - როგორია ზალიკო ბერგერის ჯანმრთელობის მდგომარეობა