66 000-ზე მეტ პირს დავალიანება გაუნულდება! - ნახეთ, ვის შეეხება ცვლილებები
1740253942
ბრაზილიური სერიალების ვარსკვლავი, სუზანა ვიეირა ახლა 81 წლისაა. ის ფანტასტიკურად გამოიყურება და „ინსტაგრამის“ გამომწერებს ხშირად ანებივრებს ახალ-ახალი ფოტო/ვიდეო მასალით.
განსაკუთრებული აღფრთოვანება დაიმსახურა მსახიობის უკანასკნელმა პოსტმა, სადაც ის შავი ზედათი პოზირებს. ფოტო ახლო კადრითაა გადაღებული, სუზანა კი იდეალურ ფორმაშია.
„ეს ქალი არ იცვლება“, „ნაოჭები არ აქვს, პლასტიკური ქირურგიის კვალი არ ეტყობა“, „შეუდარებელი ქალია“, – წერენ კომენტარებში.
ცნობისთვის, ვიეირამ კარიერა 60-იან წლებში დაიწყო, მისი მონაწილეობით კი ბოლო სერიალი ეკრანებზე 2019 წელს გამოვიდა. სუზანას ყველაზე პოპულარული სერიალებია: „ტროპიკელი ქალის საიდუმლო“, „ახალი მსხვერპლი“, „საბედისწერო ქალბატონები“, „ოცნების კოშკები“ და სხვა. ვიეირა 4-ჯერ იყო დაქორწინებული, მას ორი შვილი ჰყავს.
View this post on Instagram