„ლეგენდები მიდიან...“ - ქართველი ფეხბურთელი გარდაიცვალა
1728416068
ერევანში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის ერთობლივი მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-12 სხდომის ფარგლებში, ორი ქვეყნის დიპოლომატები ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის საზღვრის გადაკვეთის გამარტივებული რეჟიმით სარგებლობის საკითხს, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება.
საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მოქალაქეთა ორმხრივი უვიზო მიმოსვლის შესახებ”.
შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს საშუალება ექნებათ ორ ქვეყანას შორის საზღვარი ბიომეტრიული პირადობის ბარათებით გადაკვეთონ. ამასთან, შეხევდრაზე განიხილეს ისეთი საკითხები როგორიცაა საკითხები სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანზიტო და სატრანსპორტო მიმართულებით.